ახალი ამბები
საგადასახადო სამართალდარღვევის 670 ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 670 ფაქტი გამოვლინდა .
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 5,407 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 70 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 65 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 535 შემთხვევა.
Print