საგადასახადო სამართალდარღვევის 670 ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის
მიერ, 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით
განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად,
საგადასახადო სამართალდარღვევის 670 ფაქტი გამოვლინდა
.
შემოსავლების
სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 5,407
გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო
სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირების 70 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის
გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით
განხორციელების 65 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით
ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 535
შემთხვევა.