სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ი.მ. და 1984 წელს დაბადებული ვ.გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.პ.-მ ნინოწმინდაში, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან, შპს "ატეფ ჯორჯიას" კუთვნილი 86 კილოგრამი სპილენძის სადენი მოიპარა, შემდეგ კი ი.მ.-სა და ვ.გ.-ს მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ი.მ. და ვ.გ. გადაადგილდებოდნენ, ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დადგინდა, რომ შპს "ატეფ ჯორჯია"-სთვის მიყენებულმა ზარალმა 1558 აშშ დოლარი და 2050 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: შსს / დაკავება /
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო
ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო
პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
11:46 / 27.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული
ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
12:42 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების
დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
09:53 / 23.04.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის
მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის
აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე,
როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების
შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის
საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს
საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი)
გამოვლინდა.
10:41 / 12.04.2024
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი) გამოვლინდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
დააკავეს.
13:10 / 11.04.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.