სამართალი
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრების მიერ, უაქციზო თამბაქოს რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის განყოფილების ოფიცრების მიერ, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში, 31 იანვარს, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული, უაქციზო თამბაქოს (133 კოლოფი და 75 ღერი) რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული გასაყიდად მიღებული საქონელი ჩამორთმეულია უსასყიდლოდ. ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის მიხედვით, შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელიც გადაგზავნილია სასამართლოში ქვემდებარეობის მიხედვით.
Print