ახალი ამბები
გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება

დღეს გიორგი გასვიანის საქმეზე ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გამოიკითხა.

ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, მან გამოძიებას ცემის ფაქტთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ხუზმიაშვილი, ამ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. შეგახსენებთ, ჟურნალისტი გიორგი გასვიანი,მასზე განხორციელებულ ძალადობაში ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს და მასთან ერთად მყოფ ორ პირს ადანაშაულებს.ინციდენტი,ბორჯომში 2016 წლის 19 დეკემბერს მოხდა.

 


Print