შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
10:50 / 06.01.2017
სამართალდამცველებმა, ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას, 235 აბი "სუბოქსონი" ამოიღეს. კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას
ამოღებულია 5 აბი "სუბოქსონი"
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და
უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად,
1995 წელს დაბადებული კ.დ. - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული,
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში
დააკავეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-6
ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).