ახალი ამბები
არშემდგარი კვორუმი თუ საბოტაჟი - რატომ ჩაიშალა ბორჯომში საკრებულოს სხდომები
არშემდგარი კვორუმის გამო, ბორჯომში უკვე მეორე დღეა, ჩანიშნული საკრებულოს სხდომები არ ტარდება. ოპოზიციონერი დეპუტატები, სხდომებზე "ქართული ოცნების" დეპუტატების დასწრებას ითხოვენ. "ქართულ ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ სხდომების ჩაშლა სპეციალურად ხდება და საბოტაჟის ნიშნებს ხედავენ. ჩაშლილი სხდომების გამო, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე გადაიდო გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხის და ხელფასების განხილვაც. რატომ არ გამოცხადდა ორივე საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე დეპუტატი და რა ურთიერთბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს ოპონენტები, ნახეთ სიუჟეტში.
Print