პოლიტიკა
"თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება" - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე - ასე გამოეხმაურა მოსალოდნელ ცვლილებებს პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილმა იქვე დასძინა, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ სკეპტიკურ შეფასებებს საფუძველი არ გააჩნია.
შეთავაზებული სიახლის თანახმად, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობა 7-მდე მცირდება. ცვლილება ეხება ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს.
მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს თვითმმართველობის ექსპერტები აკრიტიკებენ. უმეტესობა მათგანის შეფასებით, რეფორმა „საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“ ნიშნავს.

Print