პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თბილისში გრძელდება
ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. ფილარმონიაში ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განახლდა და ის ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შეხვედრისას ძირითადად განიხილებოდა ქვეყნის მართვის მოდელი, პრეზიდენტის არჩევის წესი და არჩევნების მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოსახლეობის კითხვებს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ უპასუხეს. მამუკა მდინარაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს, მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს "ქართული ოცნების" 108 დეპუტატმა მოაწერა ხელი. საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი), რის შემდეგ პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.
საორგანიზაციო კომისიის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე გაიმარათა: ზესტრაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, მარნეულში, ოზურგეთში, ახალქალაქში, ფოთსა და მესტიაში.

Print