ახალი ამბები
საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვა - ნატო-საქართველოს ფორუმის მეორე დღე
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე სამუშაო დღე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით გაიხსნა. გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის მონაწილეებთან საქართველოს სახალხო დიპლომატიაზე, ქვეყნის იმიჯის ფორმირებაზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ამ მხრივ გააქტიურებული რუსული პროპაგანდის შესახებ ისაუბრა. დისკუსია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ფორუმის მეორე დღე გაგრძელდა ისეთი თემების განხილვით, როგორიცაა: ტრადიციული მედია - საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გავლენიანი წყარო და სოციალური მედიის როლი სახალხო დიპლომატიაში.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმის მუშაობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობენ.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრაზე განიხილავენ სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას ხოლო, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჰიბრიდულ ომში სოციალური მედიის როლზე ისაუბრებენ.
2017 წლის ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმით დასრულდება. ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
11:21 / 02.05.2024
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს 14.00 საათამდე იმოქმედებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.