პოლიტიკა
"თვითმმართველობის რეფორმირებაზე მსჯელობა ლეგიტიმურია" - გია ჟორჟოლიანი
ჩვენთან თვითმმართველობა ფეხს იდგამს და საჭიროებს რეფორმირებას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თვითმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების საკითხს ეხმაურება.
გია ჟორჟოლიანის შეფასებით, თვითმმართველობის დახვეწაზე მსჯელობა აჟიოტაჟის საგანი არ უნდა გამხდარიყო, რადგან ამ ეტაპზე კანონპროექტი ჯერ არ არსებობს.
მისივე განარტებით ასევე დაწყებულია მუშაობა, ტერიტორიულ ერთეულებში სახალხო კრების მიერ, სათათბირო ფუნქციით, ტერიტორიული საბჭოების არჩევაზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში დაიწყო მსჯელობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ისევ შემცირებაზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 29 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფას და თოთხმეტი ტერიტორიული ერთეულის შექმნის შედეგად არსებობდა მოლოდინი, ამ ცვლილებას ცალკეული პოზიტიური შედეგები უნდა მოეტანა.

Print