ბორჯომის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 475 000 ლარით გაიზარდა
14:12 / 31.03.2017
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 475 000 ლარით
გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ასევე
განიხილეს მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ სოციალური დახმარების
მიზნით შესული განცხადებები. დეპუტატებმა სხდომაზე კენჭი სულ 6
საკითხს უყარეს.