პოლიტიკა
მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა
პენიტენციურ სისტემაში ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება შეიქმნება. დაწესებულებაში განთავსდებიან საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებულები, რომელთა მიერ მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა 6 თვეს არ აღემატება - აღნიშნულ სიახლეს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული შეძლებს დაეუფლოს კონკრეტულ პროფესიას, უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება და ესტუმროს ოჯახს. ასევე, დაწესებულების დროებით დატოვება შესაძლებელი იქნება სწავლის მიზნითაც. მათ საშუალება მიეცემათ სრულ გათავისუფლებამდე მოაწესრიგონ ელემენტარული ყოფითი პირობები და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები; მოძებნონ სამსახური და აშ.

"ეს ყოველივე ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა ადაპტაციას საზოგადოებაში და რეზოციალიზაციას. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენ პრევენციაზეც ვფიქრობთ, რათა არ მოხდეს ისე, რომ მსჯავრდებული დროებით გავიდეს აღნიშნული დაწესებულებიდან და შემდეგ აღარ დაბრუნდეს. შესაბამისად, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში და დაწესებულებაში დროულად არ გამოცხადება ჩაითვლება თავის არიდებად და დაისჯება სისხლის სამართლის კანონით დადგენილი წესით", - განაცხადა მინისტრმა.

კახა კახიშვილის განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, რომელიც დროულად დატოვებს პენიტენციურ დაწესეულებას, საზღვრის დატოვება აეკრძალება.

მინისტრის თქმით, ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, პენიტენციური სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან
დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
14:51 / 04.05.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს
პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29
აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
14:33 / 04.05.2024
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ვქმნით უფრო განვითარებულ,
ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი
თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური
შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის
ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ -
„საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
11:41 / 04.05.2024
„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ - „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
11:21 / 02.05.2024
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს 14.00 საათამდე იმოქმედებს.
საქართველოს პარლამენტთან „რუსული
კანონის
19:01 / 30.04.2024
საქართველოს პარლამენტთან „რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.