პოლიტიკა
პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მარგევლაშვილი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის. პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა.
"პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე არის კანოპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელიც ეს კანონპროექტის საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს," - განახადა მარგველაშვილმა.
პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

Print