ახალი ამბები
ბორჯომში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინერეობს
დღეს ბორჯომში სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა.შეხვედრაზე 2017-2020 წლებისათვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის პროექტს განიხილავენ.
ღონისძიებაში სახელმწიფო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სამუშაო შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. სამუშაო ჯგუფი ბორჯომში 2 დღის განმავლობაში იმუშავებს.


Print