ახალი ამბები
რას მოუტანს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შეძლებენ. რადგან, ევროპარლამენტის გადაწყვეტილების ამოქმედებამდე ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.

უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს, კერძოდ - 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

მოქალაქეს აღნიშნული შეღავათის სარგებლობისთვის დასჭირდება:მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის. ასევე მოგზაურობისთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი- აღნიშნულის შესახებ შესაძლებელია მას სასაზღვრო კონტროლისას კითხვები დაუსვან.
საჭირო საბუთებ მოგზაურობის ტიპის მიხედვით განსხვავდება. ტურისტული ვიზიტისას საჭიროა უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი,სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებსას, ზემოთჩამოთვლილს ემატება იმ ღონისძიების მოწვევა- პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ.
იმ შემთხვევაში თუ შენგენის ზონის ქვეყნაში ნათესავის ან მეგობრის სანახავად მივდივართ, კიდევ დაგვჭირდება, მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები და პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
სამედიცინო ვიზიტის დროს კი, იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;
90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე.
რას მოუტანს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და როგორია ადგილობრივების განწყობა ნახეთ სიუჟეტში.

 


Print