ახალი ამბები
ბორჯომიდან ენმ-ს ყრილობას პარტიის 7 წევრი სტუმრის სტატუსით დაესწრება
ბორჯომიდან ენმ-ს ყრილობას დღეს 35 დელეგატი უნდა დასწრებოდა.

იმის გამო , რომ ვერ მოხდა მათი დელეგატებად დარეგისტრირება ბორჯომის ორგანიზაციის 7 წევრი ყრილობას მხოლოდ სტუმრის სტატუსით დაესწრება და კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის უფლება მაქვს მხოლოდ მე" - აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას პარტიის ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქვათაძე.
რაც შეეხება დელეგატების არჩევის დროს წარმოქმნილ პრობლემებს ვახტანგ ქვათაძე ამბობს "დელეგატები უნდა შეგვერჩია მე და დეპუტატობის კანდიდატს, იმის გამო, რომ ტარიელ ლონდარიძე გაემიჯნა პარტიას ვერ მოხდა შეთანხმება და ვერც კონფერენციის ჩატარება მოესწრო."

ქვათაძე იმასაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პარტიაში განვითარებული მოვლენების ფონზე ბორჯომის ორგანიზაცია არცერთ წევრს არ დაუტოვებია.
სამცხე-ჯავახეთის ექვსი რაიონული ორგანიზაციიდან ხუთმა პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, გამონაკლისი მხოლოდ ბორჯომია.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მეშვიდე ყრილობა დღეს, 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება.

Print