ახალი ამბები
2016 წელს შემოწირულობის სახით "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მეტი თანხა მიიღო
პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა 2016 წელს 79 იურიდიული პირისგან ჯამში, 4,026,580.00 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს.

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2016 წელს მიღებულ შემოწირულებებს მოიცავს.

სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წელს სულ შემოწირულებების სახით მიღებულია 34,465,034.50 ლარი, საიდანაც ყველაზე მეტი - 22,995,584.00 ლარი  „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

ამასთან, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, შემოწირულებები განხორციელდა 2854-ჯერ, საიდანაც 186 არის საწევრო შენატანი, 204-ჯერ - არაფულადი შემოწირულება და 95-ჯერ დაფიქსირებულია იურიდიული პირის შემოწირულება, მათ შორის, ზოგიერთმა იურიდიულმა პირმა შემოწირულება რამდენჯერმე განახორციელა. Click bupropion cost .

გასული წლის მანძილზე სულ შემოწირულებები მიღებულია 79 იურიდიული პირისგან, ჯამში - 4,026,580.00 ლარის ოდენობით.
Print