ახალი ამბები
"კანონი დასავლური რომ იყოს, მთელი დასავლეთი არ იტყოდა, რომ რუსულია" - ეკა გიგაური
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუსული კედელია - ეს რომ დასავლური კანონი იყოს, მთელი დასავლეთი არ იტყოდა, რომ რუსულია", - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, საქართველომ სხვა ქვეყნის გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს, რადგან რუსეთშიც თავდაპირველად მსგავსი კანონი მიიღეს და იქ არავინაა ისეთი, ვისაც კორუფციაზე, ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი შეუძლია.

ეკა გიგაურის თქმით, ხელისუფლებას არა მხოლოდ იმ ანგარიშების გამოთხოვა შეუძლია, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ფინანსებთან დაკავშირებით ავსებენ, არამედ მათ ოფისებში შემოსვლა და შემოწმებაც კი.

„ყველაფერი რასაც ვავსებთ, ყველა ჩვენი ანგარიში, გადასახადი, რაც საგადასახადოსა და ფინანსთა სამინისტროში არის, აიღონ და გამოაქვეყნონ. ეს პრობლემა საერთოდ არ არის. "ქართული ოცნების" მიზანი სწორედ არის ის, რომ ჩვენ დავსხდეთ და იმ თემაზე ვილაპარაკოთ, რომელიც პრობლემა არ არის. ჩვენ სხვა ქვეყნის გამოცდილებას უნდა შევხედოთ. ასე დაიწყო თავის დროზე რუსეთმაც დღეს აღარავინაა რუსეთში ისეთი, ვისაც კორუფციაზე, ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი შეუძლია.

მერე აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არის პრობლემა. მათ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ არასამთავრობოებს „ქართული ოცნება“ მტრად აღიქვამს. რა უნდა გაუკეთონ ამ ადამიანებს? მათ წინააღმდეგ უნდა დაიწყონ კამპანიები და ხალხს დააჯერონ, რომ რაღაცას მალავენ მაშინ, როდესაც, რეალურად, არაფერს არ მალავენ. ეს რომ დასავლური კანონი იყოს, მთელი დასავლეთი არ იტყოდა, რომ ის რუსულია.

დღეს არასამთავრობო სექტორის მუშაობა 11 კანონით რეგულირდება. აქედან 3 კანონია, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას არეგულირებს. ხელისუფლებას არა მხოლოდ იმ ანგარიშების გამოთხოვა შეუძლია, რომლებსაც ჩვენ ვარჩევთ, არამედ ჩვენს ოფისებში შემოსვლა და შემოწმებაც.

საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე ვერ გადავა თუ ამ კანონს მიიღებენ. ეს კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის რუსული კედელია“,
- განაცხადა ეკა გიგაურმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
16:37 / 16.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში
გაემგზავრა.
11:37 / 16.05.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით
2024 წლის17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
09:54 / 16.05.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.