საქართველოში მოქმედი 22 ორგანიზაციის მოწოდება "ქართულ ოცნებას"
11:48 / 08.04.2024
საქართველოში მოქმედი 22 ორგანიზაცია
"ქართულ ოცნების" ლიდერებს მოუწოდებენ "ქართველ ხალხს აუხსნან,
ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ
მოქმედებას". ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “რუსული კანონის” ავტორი პარტიის
წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში საქმიანობდნენ აშშ-ს და
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში. მათ შორის:
ირაკლი კობახიძე – 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და
გაეროს ორგანიზაციებში;
შალვა პაპუაშვილი – 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში;
გივი მიქანაძე – 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის
დაფინანსებას იღებდა;
რატი იონათამიშვილი – 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა
საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა;
ნიკოლოზ სამხარაძე – 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს
პროგრამებში;
არჩილ თალაკვაძე – 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და „სოროსის
ფონდში“;
მაია ბითაძე – 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის
ორგანიზაციებში.
მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე
მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების,
თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. დღეს ისინი
აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში
თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და
საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ,
ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო
სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ
კონკრეტული შემთხვევები.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და
ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების
მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და
საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების
გასაძლიერებლად" - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ ერთობლივად
გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
2. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
4. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი;
5. მწვანე ალტერნატივა;
6. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია;
7. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
8. პლატფორმა სალამ;
9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება;
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
არასამთავრობო ორგანიზაცია
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ შსს ისევ არღვევს
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და აგრძელებს მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.