„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
10:36 / 08.04.2024
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ
სხდომაზე, ინიცირებისათვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
კანონის პროექტი წარედგინება.ბიურო მას განსახილველად პარლამენტის
კომიტეტებს გადასცემს.
კანონპროექტი ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული.
ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად
"ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების
რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა -
კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო
წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის
დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად
შევსების ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის
გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს
ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი
განახორციელოს.
ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის
სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და
იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც
"უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან
დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს".
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის
თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის
დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: -
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი
ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების
შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
არასამთავრობო ორგანიზაცია
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ შსს ისევ არღვევს
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და აგრძელებს მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.