ახალი ამბები
რუსული სტილის „აგენტების კანონი“ თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიაზე - ჰელსინკის კომისია
აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელითაც არის ცნობილი, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიციირებასთან დაკავშირებით თავმჯდომარის განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს არის რუსული სტილის კანონპროექტი.

„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონმდებლობის მსგავსი და მისით შთაგონებული...

მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, მიატოვოს ეს კანონპროექტი და დაუბრუნდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ მიმართულებას და თავისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს“,
- წერია განცხადებაში.



შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

2023 წელს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.

„ქართული ოცნება“ კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი“ რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ“, რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
უცნობმა პირებმა ახალციხეში,
„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
09:33 / 15.05.2024
უცნობმა პირებმა ახალციხეში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
არასამთავრობო ორგანიზაცია
18:37 / 14.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ შსს ისევ არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას.
რუსთაველის გამზირზე
16:57 / 14.05.2024
რუსთაველის გამზირზე "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.