ახალი ამბები
"ვეწინააღმდეგებით ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს" - ეროვნული პლატფორმა 200-მდე ორგანიზაციის სახელით
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის დაბრუნების გამო აჩერებს საქართველოს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს.

საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმ „საქართველოს ეროვნულ პლატფორმას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა, რითაც, პარლამენტის შეფასებით, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის.

მე-10 რეკომენდაცია გულისხმობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მემორანდუმის გაფორმება ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.

„დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიციირება გვიჭრის გზას როგორც თანამშრომლობისკენ, ისე — ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას. მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი“, — აცხადებს საქართველოს ეროვნული პლატფორმა.



პლატფორმა, რომელიც 200-მდე ორგანიზაციისგან შედგება, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს.


„შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხით, აღარ დაბრუნებოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.

პირობის გატეხა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი“,
— ნათქვამია საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.



კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, პლატფორმის შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.

ეროვნული პლატფორმა მოითხოვს, მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიციირებული კანონპროექტი.

„არავის მივცემთ უფლებას, დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი“, - აცხადებენ პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში
გაემგზავრა.
11:37 / 16.05.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
უცნობმა პირებმა ახალციხეში,
„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
09:33 / 15.05.2024
უცნობმა პირებმა ახალციხეში, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის და სამოქალაქო
არასამთავრობო ორგანიზაცია
18:37 / 14.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ შსს ისევ არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.