ახალი ამბები
პრეზიდენტი პრემიერისგან უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა დღეს, 24 ივნისს. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მწვავედ გააკრიტიკა და პრემიერმინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა მოსთხოვა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიღება მხოლოდ თავდაცვის ძალებიდან შეძლო.

„გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე ინფორმაცია ვერც ერთი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება საზღვრის კონტროლი და როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს.

ინფორმაცია ვერ მივიღე ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის სამსახურის ფუქნცია, კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა. ვერც დაზვერვის დაზვერვის სამსახურისგან, ვისაც კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ასევე ქვეყნის თანამდებობის პირების აუცილბელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა.

არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც ამ მდგომარეობაში საგანგაშოა მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმდინარე მოვლენების მიმართ მობილიზებულია“,
— აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




ამის შემდეგ მან პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართა:

"ამიტომ, იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს განხილული და დრო აღარ ითმენს. ერთია საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა. მეორეა სანქცირებული პირების სიების კონტროლი საზღვარზე და ასეთი სიები ჩვენს პარტნიორებს აქვთ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.

ეს მნიშვნელოვანია, რომ არ შეიქმნას უსაფუძვლო შიშები. ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტებს არ უნდა მივცეთ საშუალება, მოსახლეობაში უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება. საქართელო ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს. ასევე მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა“,
— განაცხადა პრეზიდენტმა.



ცნობისთვის, 23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

ევგენი პრიგოჟნმა ტელეგრამ-არხზე დაწერა რომ კერძო სამხერდო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მეგრძოლები მოსკოვის ოქლისკენ მიიწევენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
13:45 / 18.05.2024
"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.