ახალი ამბები
"ვინ არის ოლიგარქი? - კანონის მიღებით საკითხს მისტიკას მოვხსნით" - ირაკლი ღარიბაშვილი
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს, პრემიერს მოდერატორმა დეოლიგარქიზაციის პროცესის შესახებ ჰკითხა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მთავრობამ უკრაინული გამოცდილება გაიზიარა, ხოლო კანონპროექტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ამასთან, მოდერატორსა და პრემიერ-მინისტრს შორის შედგა დისკუსია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი.

პრემიერი: დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. იცით, რომ მათ ორი წლის წინ მიიღეს კანონი. ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება და ამიტომ უკრაინის მაგალითი ავიღეთ, ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ კანონპროექტი და მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

კანონის მიღება/არმიღების საკითხზე მინდა გავშალო, საქართველოში რეალური ოლიგარქი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

მოდერატორი: მე მეგონა, რომ სხვაზე საუბრობდით, მაგრამ იყოს.

პრემიერი: არ ვიცი, თქვენ ვისზე საუბრობთ.

მოდერატორი: მე თქვენ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ვსაუბრობ.

პრემიერი: როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი იქნება ნათელი, თუ ვინ არის ოლიგარქი. მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს. უსაფუძვლოა და არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. რადგან იკითხეთ დამფუძნებლის (პარტიის) ბატონი ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული, ადამიანი, რომელმაც ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში 2012 წელს, რომელმაც შეცვალა სააკაშვილის ბრუტალური და დიქტატორული რეჟიმი, რადგან სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქუჩებში კლავდნენ, 300,000 ადამიანი იყო გასამართლებული, არ იყო არც კანონის უზენაესობა. ჩვენ რეალური ცვლილებები გავატარეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. დღე და ღამე რომ განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა.



წყარო: BM.GE

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
13:45 / 18.05.2024
"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.