ახალი ამბები
რატომ შეუწყდა "ქართული ოცნების" 5 დეპუტატს პარლამენტის მანდატი
საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" ხუთ წარმომადგენელს შეუწყდა დეპუტატის მანდატი. ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს. ესენი არიან ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ამილახვარი, გიორგი ხელაშვილი, ნინო იობაშვილი და ვლადიმერ ჩაჩიბაია.


გიორგი ამილახვარი - დაინიშნა განათლების მინისტრად;
გიორგი ხელაშვილი - დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
ნინო იობაშვილი - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
ვლადიმერ ჩაჩიბაია - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
ირაკლი კოვზანაძე - უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე.



მათგან ოთხმა მხარი არ დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, რომელმაც დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში, პირველი მოსმენით ამ ხუთი დეპუტატიდან მხოლოდ გიორგი ამილახვარმა გამოუცხადა მხარდაჭერა.



მათ საქართველოს პარლამენტში შეცვლიან "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის მომდევნო წევრები.



ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელაშვილი, კოვზანაძე, ჩაჩიბაია და იობაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებდნენ. ამ ჩამონათვალში მოხვდა დავით სერგეენკოც, რომლის პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი.

ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტები ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირებდნენ - ეს პირები არ ყოფილან ამ კანონპროექტის მხარდამჭერ 78 დეპუტატს შორის.



შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებას (შემოსავლის 20% პროცენტზე მეტს) იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირებულიყო. ხალხმრავალი პროტესტის გამო მმართველმა პარტიამ კანონპროექტის საბოლოო მიღებაზე უარი თქვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
13:45 / 18.05.2024
"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.