მსოფლიო ხალხთა კულტურის მულტიეთნიკური ფესტივალი ახალციხეში
მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი, სხვილისის სკოლის მოსწავლეებმა, მესხური ხალხური სიმღერით გახსნეს. ღონისძიებას "ერთი ცის ქვეშ – კულტურათა დიალოგი" – ამჯერად ახალციხის ციხემ უმასპინძლა.
ებრაული, უკრაინული, ბოშური, ამერიკული, აზერბაიჯანული და ქართული ცეკვები; აფხაზური, ლაზური, ოსური, მეგრული და მესხური ფოლკლორული სიმღერები, საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეულმა ანსამბლებმა შეასრულეს.
რაბათში შეკრებილ მოსახლეობას და ტურისტებს, ფესტივალის16–მა მონაწილემ, 24 ნომერი შესთვაზა. 

წყარო ტვ.9


Print