სპექტაკლის ჩვენება და გასართობი თამაშები ბორჯომში ბავშვებისთვის
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ბორჯომში 12:00 საათიდან დაიწყო.
"ბატონი ზომერი" - ასე ერქვა სპექტაკლს, რომლის ჩვენებაც დღეს, ბორჯომის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მოეწყო. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, პატარა მაყურებლებს მსახიობებმა სცენიდან მიულოცეს.
სპექტაკლის შემდეგ, გასართობი თამაში დაიწყო. პატარების განწყობაზე თეატრ "სინთეზი"-ს მსახიობებმა იზრუნეს.
Print