"მოდი ღამე მუზეუმში" - ღონისძიებები ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
"მოდი ღამე მუზეუმში" - პროექტს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა. მხიარული კლოუნადა, მხატვრული გამოფენა, პოეზიის წუთები, თეატრალური კოსტუმების ჩვენება - ეს ყველაფერი მუზეუმში მისულ სტუმრებს დახვდათ. ასევე მოეწყო ბორჯომის ისტორიული კადრების ჩვენება. ვიზიტორებს მუზეუმის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ. ღონისძიებები 20:00-01:00 საათამდე გაგრძელდა.
Print