"საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები" - ბორჯომში გამოფენა გაიხსნა
"საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები" - ამ სახელწოდებით დღეს ბორჯომში გამოფენა გაიხსნა. მისი მიზანი საუკუნეების მანძილზე, საქართველოსა და ევროპას შორის მჭიდრო კავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო. წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები - ამ მასალების დათვალიერების საშუალება კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ღონისძიება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრის, საგარეო და განათლების სამინისტროების ორგანიზებით გაიმართა. გამოფენა სხვა ქალაქებშიც მოეწყო.
Print