ბორჯომის დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა
ბორჯომის დრამატულ თეატრს ლაურეატის წოდება მიენიჭა. თეატრის დასმა მონაწილეობა თურქეთში, მერზიფონის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო. მათ მაყურებელს სპექტაკლი "ყვარყვარე თუთაბერი" შესთავაზეს. ქართველებთან ერთად, სცენაზე წარსდგნენ რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და თურქეთის თეატრის მსახიობებიც.
Print