ბორჯომელმა "ონავრებმა" საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მიიღეს
ბულგარეთში 23-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც გრან-პრის მფლობელი ბორჯომის ვოკალური ანსამბლი "ონავრები" გახდა.


ანსამბლის მიერ შესრულდა ექვსი სიმღერა, აქედან სამი იყო ხალხური: "თბილისო", "სულიკო" და "ციცინათელა". სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა ანსამბლის ხელმძღვანელი თამარ კუჭაძეც. მისი თქმით, ანსამბლის გამოსვლა და შესრულება იყო საკმაოდ ემოციური და ამაღელვებელი.





ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლები 15 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ფესტივალი იუნესკოს ეგიდით ჩატარდა.
Print