მე-7-8-9 კლასის მოსწავლეებისათვის 5 საზაფხულო ბანაკი იფუნქციონირებს
პროექტს "დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად 2017"- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მცირე კონტიგენტიანი სკოლებიდან მე-7-8-9 კლასის მოსწავლეები, ჯამური რაოდენობით 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკში დაისვენებს.პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან 11 სკოლა შეირჩა,რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.მოსწავლეებს,რომელთაც სურვილი აქვთ 10 დღე საზაფხულო ბანაკში გაატარონ რეგისტრაციისთვის ვადა 25 ივნისის ჩათვლით აქვთ.სულ 5 ბანაკი იფუნქციონირებს,ესენია: წყნეთი, ანაკლია,მანავი,კაჭრეთი და ეკო ბანაკი.სასურველი ადგილის მითითება მოსწავლეებს დარეგისტრირებისას შეუძლიათ.დამატებითი ინფორმაცია ნახეთ სიუჟეტში.
Print