ბორჯომის სკოლა-ლიცეუმმა განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართა
18:42 / 28.04.2017
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლა-ლიცეუმმა დღეს, 28 აპრილს დასრულებული პროექტების პრეზენტაცია
გამართა.
"ხელოვნებას არ აქვს საზღვრები" და "ჩვენ ვიცავთ კანონს"-
განხორციელებული პროექტების მთავარი მიზანი სამოქალაქო ცნობიერების
ამაღლება იყო. პროექტების წარმატებასა და მნიშვნელობაზე მასში
ჩართულმა მხარეებმა იმსჯელეს. მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები
გადაეცათ.