ბორჯომელი მოსწავლე - ანი ნადირაძე Flex პროგრამის ფინალისტია
14:32 / 17.03.2017
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წელს საქართველოდან 80
ფინალისტი სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრება.
ისინი სხვადასხვა შტატში 10 თვის განმავლობაში იცხოვრებენ და
განათლებას ადგილობრივ სკოლებში მიიღებენ. Flex პროგრამის
გამარჯვებული გახდა ბორჯომის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე - ანი
ნადირაძეც.