ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და პერსპექტივებზე ბორჯომელ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მასწავლებლებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე მოწვეული სპიკერი, სამართლის დოქტორი და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარე ეკა ქარდავა ესაუბრა. შეხვედრა ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში გაიმართა.


სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“ (SJCDC), ახალდაბის მედიაკაფესთან ერთად ახორციელებს პროექტს „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისათვის“. პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომელ პედაგოგებთან. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პარტნიორობით შედგა.

Print