2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ
2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა.

“გიდასტურებთ, რომ ასეთი მიდგომა (ახლებურად იყოს გააზრებული სკოლიდან აბიტურიენტის უმაღლესში გადასვლა) არის. მაგალითისთვის: თუ დღეს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტში გადაწყვეტს, იქ აუცილებლად მოსთხოვენ სკოლაში ბოლო ოთხი წლის შედეგებს - მე-9-მე-12 კლასის ქულებს. ჩვენთან უმაღლეს სასწავლებელს ნაკლებად (ან - საერთოდ არ) აინტერესებს სკოლაში რა გააკეთე, რაც არის წყვეტა და ცუდი. კანონში გვიწერია, რომ გვაქვს განათლების უწყვეტი სისტემა. რისი უწყვეტი სისტემაა, როცა უნივერსიტეტს არ აინტერესებს, სკოლაში რა ქენი, რა შედეგს მიაღწიე, მაშინ, როცა, დასავლურ უნივერსიტეტებს აინტერესებთ, რა სოციალურ პროექტებში იღებდით მონაწილეობას, რა ადამიანი იყავით, როგორი მოქალაქე, რა საგანმანათლებლო პროექტებში იყავით ჩართული, რა ინტერესები გქონდათ, თქვენი ზოგადი ნიშანიც აინტერესებთ. უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე არსებით კომპონენტთან. ამაზე საუბარი მიდის და როგორ სახეს შეიძენს, ყველა ერთად ვნახავთ. საორიენტაციოდ ეს შეიძლება დაინერგოს 2027 წლიდან.

სკოლიდან უმაღლეს სკოლაში გადასვლის რა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაც არსებობს და წარმატებული პრაქტიკაა, საქართველოც ამის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. ვერსია ასე გამოიყურება: 1. მე-12 კლასში მოსწავლეები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდას, ამას ჩაატარებს NAEC. ოღონდ ეს არ იქნება ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა. იქნება ეს ყველა საგანში თუ როგორ, ამაზე პასუხებს, ალბათ, მალევე შევიტყობთ. ერთი კომპონენტი იქნება ეს შედეგი, რას მიაღწიეთ ეროვნული შეფასების დროს. 2. მოსწავლის საშუალო ნიშანი, რომელიც ალბათ ბოლო რამდენიმე კლასს მოიცავს. 3. სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად ბარდება. საორიენტაციოდ, ეს იმ ტიპის გამოცდაა, როგორიცაა SAT. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არის ვერსიის დონეზე. 4. თავად უნივერსიტეტი რასაც შესთავაზებს. ეს უფრო ობიექტური სისტემა იქნება შერჩევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ახლანდელი მოდელით, მითითებული რომ გაქვთ რაღაც ფაკულტეტები, შეიძლება იქ მოხვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა ქულებმა მოგცეთ. მოკლედ, ახლა მუშაობა მიდის ამ იდეის გადაწყვეტაზე“,
- განაცხადა მურღულიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.