ეკონომიკა
ბაკურიანში ენერგომომარაგების გაუმჯობესებაზე 6 200 000 ლარი დაიხარჯება
ზამთრის საკურორტო ზონებში, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გათვალისწინებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებას იწყებს. მაღალი ძაბვის ქვესადგურში უკვე შეიცვალა ძველი ძალოვანი ტრანსფორმატორი, ახალი, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორით, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე თვეს შევა. სამუშაოების ფარგლებში, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება 3 კმ-მდე სიგრძის მიწისქვეშა კაბელის დამონტაჟება.

სამუშაოების მეორე ეტაპი მომავალ წელს დაიწყება, აშენდება ახალი გამანაწილებელი პუნქტი, ქვესადგურს ,,ბაკურიანი“ ჩაუტარდება სრული, კაპიტალური რეკონსტრუქცია, მაღალი ძაბვის სამ ელექტროგადამცემ ხაზს (ცემი-1, ცემი-2, ცემი-3) ჩაუტარდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

,,ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში ფიქსირდება, მათ შორის რათქმაუნდა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ბაკურიანის სტაბილური ელექტრომომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ ბაურიანში უკვე განახორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური პროექტები, კომპანიამ გადაწყვიტა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების დაწყება საკმაოდ მნიშვნელოვანია დაბისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო საიმედო გახდება ბაკურიანის ენერგომომარაგება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას“- განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელება, 2019 წლის ბოლოს დასრულდება და საერთო ჯამში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 6 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი
გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში
სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს,
რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
14:50 / 16.05.2024
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:20 საათისთვის ერთი დოლარი 2.6750 ლარად ივაჭრება.
12:03 / 10.05.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:20 საათისთვის ერთი დოლარი 2.6750 ლარად ივაჭრება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6797 ლარი გახდა.
16:59 / 08.05.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი
ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი
ხანია გამოჩნდა.
10:30 / 30.04.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
12:11 / 29.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.