ახალი ამბები
გიორგი მღებრიშვილმა მოთხილამურე პატრულები დააჯილდოვა
გიორგი მღებრიშვილმა სეზონის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის 22 მოთხილამურე პატრული მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

"მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის. თქვენი დამსახურებაა, რომ ეს პროექტი, რომელსაც დაწყების დღიდან განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, ასეთ წარმატებულ და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურად ჩამოყალიბდა. სწორედ ჩემი მადლიერების, პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს მადლობის სიგელები, რომლებსაც დღეს დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ და გპირდებით, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომ სანიმუშოდ ემსახუროთ ხალხს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

"მოთხილამურე პატრულის" მიმდინარე წლის სეზონი წარმატებით დასრულდა. 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე, სამთო-სათხილამურო პატრულებმა 474 დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება, სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს, 200-მდე დაკარგული ნივთი (მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო კამერები, საფულეები, თხილამურები) პატრონს დაუბრუნეს.

შსს-მ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. წლევანდელ სეზონზე კი სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრულები, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით, უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მიტარბში, თეთნულდსა და კურორტ გოდერძიზე იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა უსაფრთხოებას და ახდენდნენ დანაშაულის პრევენციას.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ
მოქმედება პოლიციამ 13 მაისს,
06:32 / 13.05.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს,
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:20 საათისთვის ერთი დოლარი 2.6750 ლარად ივაჭრება.
12:03 / 10.05.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:20 საათისთვის ერთი დოლარი 2.6750 ლარად ივაჭრება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6797 ლარი გახდა.
16:59 / 08.05.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა.
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად
მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ
სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
16:03 / 06.05.2024
ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე,
ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის
პირველ დღეს
06:00 / 06.05.2024
აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.