ახალი ამბები
მილიონებში ასახული ხალხის მოთხოვნები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 11 000 000 ლარი დაიხარჯება. აქედან 8 000 000 ლარით მაღალბიუჯეტიანი პროექტები დაფინანსდება,


როგორც ქალაქში ასევე სოფლებში. თანადაფინანსების სახით 2 300 000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან ბორჯომის ბიუჯეტში უკვე ჩაირიცხა. გზების, საყრდენი კედლების, საბავშვო ბაღების, კულტურის სახლის და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

 


Print