ახალი ამბები
რა თანხით დააფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბორჯომში ცენტრალური ბიუჯეტი
დღეს, 17 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. ეს ის პროექტებია, რომელთა განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რეგიონული განვითარების სამინისტროსგან 2 700 000 ლარი მოითხოვა. სამინისტრომ თანხმობა 2 300 000 ლარზე განაცხადა. ახალი რეგულაციით მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 68% იქნება.
Print