ახალი ამბები
დღეს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დღეს  ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა და სემინარი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებთან. გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა, ესეების წარდგენა და ღონისძიებაში მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემა.

1971 წელს ირანის ერთ-ერთ ქალაქში, რამსარში „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“ კონვენცია მიიღეს. 1997 წლის 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნეს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

საქართველოში საერთშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები არის ცენტრალური კოლხეთის ჭაობები და ისპანის ჭაობი.

Print