ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა დღეს სესხების ლარიზაციის პროგრამას დაამტკიცებს
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ერთჯერადი ლარიზაციის სქემა უკვე 17 იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია მთავრობის დადგენილების პროექტი „საბანკო კრედიტის/სესხის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში კონვერსიისა და საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირების განხორციელების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

"დღეს ფინანსთა მინისტრს მთავრობაზე დასამტკიცებლად გამოაქვს ეს კონკრეტული დეტალები. ჩვენ განვიხილავთ ამ დეტალებს - გააკეთოს ძალიან დეტალური განმარტებები ამ პროცესის და პროცედურების შესახებ იმისათვის, რომ ამოიწუროს ყველა შესაძლო შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის და საფინანსო სექტორის დოლარზე დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print