ეკონომიკა
რა გაიაფდა მარტში
2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.

მონაცემების მიხედვით, ფასები შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, კერძოდ, 1.5%-ით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე.


უფრო დეტალურად, რა გაიაფდა მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ათეული ასეთია:

ანტიბიოტიკები - 39%
წიწიბურა - 37%
კარტოფილი - 35%
მზესუმზირის ზეთი - 30%
ხახვი - 28,3%
საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 24%
მარგარინი - 21,5%
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 21%
ტელევიზორი - 20,5%
კომპიუტერი - 19%



წყარო: ბიზნესპრესნიუსი


Print