ახალი ამბები
ბაზარზე თაფლი 10-15%-ით გაძვირდა
თაფლი დეფიციტური გახდა - ამის შესახებ თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალეკო პაპავამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა დიდია, თუმცა საქართველოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ გასულ წელს ფერმერებმა რაოდენობრივად „ძალიან ცუდი“ მოსავალი მიიღეს. 

„აკაციებისა და წაბლის ყვავილობაზე წვიმები დაემთხვა, შესაბამისად, ამ მცენარეებიდან თაფლი ვერ მივიღეთ. 2023 წელი უარესი იყო, 2022 წელს გავიტანეთ 270 ტონაზე მეტი ექსპორტზე, ხოლო 2023 წელს, მხოლოდ და მხოლოდ, 107 ტონა. თაფლის ის რაოდენობა არ გვქონდა, რაც მოთხოვნა იყო, მოთხოვნა იყო და ვერ დავაკმაყოფილეთ“, - აცხადებს პაპავა.


რაც შეეხება ფასებს, 1კგ ნატურალური ბრენდირებული თაფლის ფასი 8-9 დოლარიდან იწყება, ხოლო საბითუმო ფასი 4-5 დოლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც პაპავა განმარტავს, თაფლის ფასი, დიდი მოთხოვნისა და დეფიციტის გამო, 10-15%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე 3 600 აშშ დოლარის ნატურალური თაფლი გავიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში - 7 060 აშშ დოლარის. რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის იანვარში ქართული თაფლი სრულად იაპონიაში გავიტანეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოში ნატურალური თაფლის იმპორტი არ განხორციელებულა.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
16:37 / 16.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი
გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში
სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს,
რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
14:50 / 16.05.2024
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით
2024 წლის17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
09:54 / 16.05.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.