ახალი ამბები
რატომ რჩება უცვლელი დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი 2028 წლამდე
"დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება", - ეს განცხადება "კურიერთან" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.


პაატა კვიჟინაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით უკვე მიიღო და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს ახალ კანონს, რომელიც ყველა მოქალაქეს დაბალრისკიან სისტემაში დატოვებს, ხოლო ვისაც მაღალი რისკის პორტფელში გადასვლის სურვილი ექნება, არჩევანს თავად გააკეთებს.


"შემოვიდა კანონი, პირველი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა და სექტემბერში დასრულდება, სადაც წერია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტომატურად გადავიდეს მაღალრისკიანში აღარ იქნება ანუ დარჩება ისე, როგორც ახლა არის, ყველანი დარჩებიან დაბალრისკიანში, მაგრამ მათ ექნებათ საშუალება თუ ვინმეს აქვს სურვილი, გადავიდეს მაღალრისკიანში, გადავა და რაზეც ისაუბრეს და ძალიან კარგად ახსნეს ჩვენმა მეგობრებმა, ექნებათ ის უფლებები და ის პრიორიტეტები. ანუ კანონით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე, დარჩება ისე ყველაფერი, დაბალრისკიანში, როგორც დღემდე იყო, ამაში არავის არაფერი სანერვიულო არ აქვს,"-
აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.



პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, 4 სექტემბერს უკვე ჩანიშნულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით გადის.


,,ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიაზე, ერთხელ და სამუდამოდ ითქვა, რომ ის წესი და კანონი, რომელიც იქნა მიღებული დაგროვებითი პენსიის შესახებ 2018 წელს, იქ იყო მითითებული, რომ 6 სექტემბრიდან ამ ბენეფიციარებს უკვე უფლება ჰქონდათ აერჩიათ სხვადასხვა პაკეტი, მაგრამ ჩვენ ახალი კანონი შევიტანეთ და ეს ვადა 2028 წლამდეა გადაწეული ანუ ყველა ადამიანი, ვინც არის მოსარგებლე დაგროვებითი პენსიის, რჩება დაბალრისკიან პაკეტში - სახელმწიფო იღებს ამის ვალდებულებას. 4 სექტემბერს უკვე ჩანიშნულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით გადის ეს კანონპროექტი,"
- აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა ლომინაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
16:37 / 16.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი
გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში
სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს,
რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
14:50 / 16.05.2024
ეროვნული ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე „განვითარებული აჟიოტაჟური პროცესების“ გამო მიიღეს, რასაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით
2024 წლის17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
09:54 / 16.05.2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.