ახალი ამბები
ანდეზიტში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ანდეზიტში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.სამუშაოების ფარგლებში,სპორტულ მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობეები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ასევე ღამის სანათები.

პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა,მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე ბორჯომის მერიამ სპორტული მოედნის მოწყობა 60 000 ლარით დააფინანსა.

სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა,სპორტული მოედნის გახსნა ნოემბრის ბოლოს იგეგმება.


pjk
Print