ახალი ამბები
დღეს სკოლებში "ბოლო ზარი" დაირეკა

ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში 12-ე კლასელებისათვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა.განსხვავებული იყო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ბოლო დღე სკოლაში.

დილიდან N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ,მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს,ქართული ტრადიციული ცეკვებიც შეასრულეს და მოგვიანებით სკოლის ზარი ბოლოჯერ დარეკეს.

სკოლის ბოლო დღე მოსწავლეებმა იმ საკლასო ოთახში გაატარეს,სადაც მათი სასკოლო ცხოვრება დაიწყო.მათ პირველ პედაგოგთან ერთად გაიხსენეს ის დრო,როდესაც სკოლის კარები პირველად შეაღეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 278 მეთორმეტეკლასელია.დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდები 20 მაისს ეწყებათ.მათ ატესტატის მისაღებად 4 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

 


Print