ახალი ამბები
სახიფათო ტრანსპორტი ტიმოთესუბანში
ტიმოთესუბნის მოსახლეობა სოფელში ტრანსპორტის შეცვლას ითხოვს. ავტობუსი, რომელიც მოსახლეობას წლებია ემსახურება ავარიულ მდგომარეობაშია. უფროსებთან ერთად საფრთხის წინაშე დგანან მცირეწლოვანი ბავშვები და მოსწავლეები, რომლებიც სკოლასა და საბავშვო ბაღში წაღვერში დადიან.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტიმოთესუბნის მოსახლეობას ავტობუსის შეცვლას მიმდინარე წელს ვერ პირდებიან.
Print