ახალი ამბები
ტიმოთესუბანში 11 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აქვს
ტიმოთესუბნის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის პრობლემას უჩივის. 11 ოჯახი დასალევ წყალს, სოფლის ცენტრიდან, წყაროდან ეზიდება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში წყლის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალი სათავე ნაგებობა გააკეთეს.
Print